It is now or never for Kylian Mbappe to join Real Madridკილიან მბაპეს პსჟ-დან „რეალში“ შესაძლო გადასვლაზე საუბარი არ წყდება.

წავა? დარჩება?

დღეს ახალი ამბავი გაირკვა: მბაპეს დედა თურმე მადრიდში ბინას არჩევს და მდიდარ რაიონ ლა-მორალეხაში ორი სახლში შეურჩევია.

გუშინ კი ესპანურ და ფრანგულ პრესაში დაიწერა, მბაპეს პსჟ-ში დარჩენით თავად საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი არიან დაინეტერესებულებიო.

ცნობილია, რომ მაკრონი 23 წლის ფორვარდის დიდი ქომაგია.

ჯერჯერობით ნამდვილი და წყალგაუვალი კი ისაა, რომ მბაპეს მაგარი გოლით პსჟ-მ „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირვლელ მატჩში 1:0 მოუგო.