ამ ტრანფსერზე ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს დაიწყეს საუბარი. პარიზულ კლუბში ლიონელ მესის გადასვლისთანავე. ხუმრობა ხომ არ იყო, ბოლო ათწლეულის ორი უდიდესი ფეხბურთელი ერთ გუნდში…
ბევრი ამბობდა ამ საქმიდან არაფერი გამოვა, პიარის ამბავია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვსო. მერე ხმები მიწყნარდა.
ახლა კი რამდენიმე სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, კრიშტიანუ მანჩესტერში მთლად ბედნიერად ვერ გრძნობს თავს, ხელმძღვანელობას განუცხადა კიდეც, თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდება, აუცილებლად წავალო.
ამიტომ ზაფხულში შეიძლება პარიზში გადაინაცვლოს. პსჟ მასთან კონტრაქტის გასაფორმებლად მზად არისო.
შეგახსენებთ, რომ რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2021 წლის ზაფხულში დაბრუნდა. მანკუნიანელებმა მასში „იუვენტუსს“ სიმბოლური 15 მილიონი ევრო გადაუხადეს.