Mijatovic: I'd trade Septima goal to hear my son speak | MARCA in EnglishPSG vs. Real Madrid score, ratings: Lionel Messi penalty denied by  Courtois, Kylian Mbappe nets late winner - CBSSports.com… ორმა რეალელმა გააკეთა ასეთი კომენტარი: ოღონდ, სხვადასხვა ინტერპრეტაციით.
ჯერ მადრიდელთა ყოფილმა შემტევმა, ცნობილმა სერბმა პრედრაგ მიატოვიჩმა შეაფასა პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგაში 0:1 წაგება, მერე კი ტიბო კურტუამ თქვა თავის გაშვებულ გოლზე.
მიატოვიჩი „თამაშის წინ კარგი წინათგრძნობა მქონდა. მეგონა, „რეალი“ თავის სტილს აჩვენებდა, მაგრამ შეშფოთებული და ყველანაირად გაწბილებული ვარ. ეს სირცხვილია. გუნდი ნელა მოძრაობდა, ხასიათიც ვერ აჩვენა.
…როცა ასეთი შემადგენლობა გყავს და 90 წუთის განმავლობაში კარში ვერ ურტყამ სირცხვილია … წარმოიდგინეთ, რას ვგრძნობთ „რეალის“ ქომაგები. ნებისმიერ გუნდს აქვს ცუდი მონაკვეთები, როცა სტატისტის როლშია, მაგრამ 90 წუთი? მატჩის დროს ერთი წუთითაც არ მქონია შეგრძნება, რომ „რეალი“ წინ რაიმეს შექმნიდა“.
კურტუა „საწყენი წაგებაა. შევცდით და საკუთარ კართან ახლოს ბურთის დაკარგვამ მოიტანა ეს გოლი. როცა მბაპე დასარტყმელ პოზიციაზე გამოვიდა, მინდოდა, რომ კარი რაც შეიძლება დამეფარა, მაგრამ ფეხებშუა გავუშვი, სივრცე დავტოვე და შევცდი. ნებისმიერი მეკარისთვის სირცხვილია ფეხებშუა გაშვება“.