დოჰას საჩოგბურთო ტურნირზე ბასილაშვილი ტიტულის დაცვას აგრძელებს.

ჩვენებურმა მერვედფინალში შვედი ელიას ინერი 6:4; 7:5 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ბასილაშვილი არასტაბილორობით არამარტო ტურნირებზე, კონკრეტულ მატჩებში გამოირჩევა და ასე მოხდა სკანდინავიელთანაც. მატჩი საათსა და შვიდ წუთს გაგრძელდა და რამდენჯერმე შეიცვალა სიტუაცია. ნიკამ პირველ სეტში მეტოქეს ჩაწოდება თავიდანვე აართვა, მაგრამ მალევე დაუბრუნა და მხოლოდ ბოლოში გატეხა. მეორე სეტში, პირიქით, ჯერ თავად ჩამორჩა, შემდეგ დაიბრუნა, ხოლო გადამწყვეტ მომენტში კიდევ ერთი ბრეიკი მიითვალა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილი უნგრელ მარტინ ფუჩოვიჩს შეხვდება, რომელმაც მერვედფინალში სამხრეთ კორეელი სუნვუ კნოუ 6:3; 6:7; 6:3 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია. ტიტულამდე გზად მან თვით როჯერ ფედერერი ჩამოიშორა.

Nikoloz Basilashvili: I didn't expect to win Doha » GUARDIAN.GE