ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას (NBA) 2002-ში 75 წლის იუბილე აქვს. ასოციაციის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ამ დროის მანძილზე გაწეული ღვაწლისთვის საუკეთესო მწვრთნელები დაესახელებინა და ამ დროის 15 საუკეთესო მწვრთნელი შეარჩია. სიას ლიდერობს ფილ ჯექსონი, რომელმაც 11 ტიტული „ჩიკაგოსთან“ და „ლეიკერსთან“ ერთად მოიპოვა. კარიერაში აქვს 1155 მოგება, რაც ჩატარებული მატჩების 70%-ია. ის ერთხელ აღიარეს წლის მწვრთნელად.

ჯექსონის შემდეგ რედ აუერბახია – 9 ტიტული „ბოსტონთან“ ერთად, სულ 938 მოგება, რაც 67%-ია. ჯექსონის მსგავსად რედიც ერთხელ აღიარეს წლის მწვრთნელად.

შემდეგ მოდიან: პეტ რაილი – 5 ტიტული „ლეიკერსთან“ და „მაიამისთან“, 1210 მოგება, 64%, სამჯერ აღიარეს წლის მწვრთნელად; გრეგ პოპოვიჩი – 5 ტიტული „სან ანტონიოსთან“, 1330 მოგება, 66%, სამჯერ აღიარეს წლის მწვრთნელად; სტივ კერი – 3 ტიტული „გოლდენ სტეიტთან“, 417 მოგება, 69%, ერთხელ აღიარეს წლის მწვრთნელად; ჩაკ დეილი – 2 ტიტული „დეტროიტთან“, 638 მოგება, 59%; რედ ჰოლცმანი – 2 ტიტული „ნიუ იორკთან“, 696 მოგება, 53%, ერთხელ აღიარეს წლის მწვრთნელად; ერიკ სპოელსტრა – 2 ტიტული „მაიამისთან“, 642 მოგება, 59%; ქეი სი ჯონსი – 2 ტიტული „ბოსტონთან, 552 მოგება, 64%; ლარი ბრაუნი – ტიტული „დეტროიტთან“, 1327 მოგება, 57%; დოკ რივერსი – ტიტული „ბოსტონთან“, 1024 მოგება, 59%, ერთხელ აღიარეს წლის მწვრთნელად; ჯეკ რემსი – ტიტული „პორტლენდთან“, 864 მოგება, 53%; ლენი უილკენსი – ტიტული „სიეტლთან“, 1332 მოგება, 54%, ერთხელ აღიარეს წლის მწვრთნელად; აქვე არიან უტიტულოებიც – დონ ნელსონი (1335 მოგება, 58%, სამჯერ აღიარეს წლის მწვრთნელად) და ჯერი სლოუნი (1221 მოგება, 60%).

წილი
წინა სტატიაბერარდის ათიანები
შემდეგი სტატიაპელე ისევ ჰოსპიტალში დაწვა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...