Napoli keeping 'feet on the ground' amid perfect start to Serie A season –  Insigneლორენცო ინსინიემ 116-ე გოლი გაიტანა „ნაპოლის“ მაისურით, რითაც გადაუსწრო დიეგო მარადონას. დიეგოს 115 ჰქონდა.

ინსინიემ „ინტერთან“ სერია A-ს უპრინციპულეს მატჩში პენალტი გამოიყენა და მისი გუნდი იგებდა, მაგრამ თამაში 1:1 დასრულდა.

ინსინიეს 116 გოლი კი აქვს, მაგრამ პირველ ადგილზე არაა და ვერც გადავა, რადგან ზაფხულიდან MLS-ის კლუბ „ტორონტოში“ გადადის. თუ მერე ისევ უკან დაბრუნდება, სხვა საქმეა.

ლორენცო მეორეზეა. ნეაპოლელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კი ბელგიელი დრის მერტენსია 144 ბურთით.

გახდება „ნაპოლი“ ჩემპიონი? შანსი აქვს, მესამე ადგილზეა და თან მშვენიერ ფორმაშია, ჩამორჩენაც მინიმალურია.