ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა. 84 წლის ასაკში… ბოლო წლებში შეუძლოდ გახლდათ.
1964 წლის 18 ნოემბერი. ტაშკენტი, საბჭოეთის ჩემპიონატის ოქროს მატჩი, 72-ე წუთი. თბილისის „დინამო“ მოსკოვის „ტორპედოსთან“ მინიმალური სხვაობით აგებს და რა რჩება? 18 წუთი.
„დინამომ“ მანამდე იმდენჯერ წააგო ან წააგებინეს გადამწყვეტი თამაში, რომ ზოგიერთი გულშემატკივარი გუნებაში ურიგდებოდა კიდეც მორიგ მარცხს.
კუთხური… და დღეს რომ ასე გვიკვირს ტონი კროოსისა თუ სხვების ჩახვეულები, იმ საღამოს ილია დათუნაშვილმა ჩვეულებრივ შეასრულა. მეკარე კარში აფართხალდა და ანგარიში 1:1 გახდა.
დამატებით დროში დინამოელებმა სამი უპასუხო ბურთი გაიტანეს და პირველი ისევ დათუნაშვილმა მიითვალა.
1966 წელს კი დათუნაშვილმა ერევნის „არარატს“ 5 გოლი გაუტანა 23-წუთიან მონაკვეთში…
თბილისის „დინამომ“ 5:0 მოიგო.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ილია დათუნაშვილის სული!






