ფილიპო ინძაგი „ბრეშიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს.
„თამაშგარეში დაბადებული“ ინძაგი (როგორც ერთხელ ალექს ფერგიუსონმა უწოდა) არცთუ ცუდად მუშაობდა, გუნდი სერია B-ში მესამე ადგილზე იყო და რატომ გაათავისუფლეს, ცოტა უცნაურია.
ეგაა, ბოლო ტურში „ბრეშიამ“ „კოზენცას“ ვერ მოუგო… პიპომ მხოლოდ 8 თვე იმუშავა პოსტზე.
აი, უმცროს ინძაგის, სიმონეს, დიდებულად მისდის საქმე. „ინტერს“ წვრთნის და გუნდი სერია A-ს ლიდერობს. „ლაციოშიც“ შედეგიანი იყო.