რატომ გაიყარა „ბაიერნისა“ და ნიკლას ზულეს გზები? როგორც იცით, ფეხბურთელმა წინასწარი კონტრაქტი შეათანხმა „დორტმუნდთან“, თუმცა კითხვები დარჩა:
რატომ შეელია მიუნხენური გრანდი გერმანიის ნაკრების მცველს? ან თავად ზულე რატომ აცხადებდა, რომ გუნდში დარცენის დიდი სურვილი არ ჰქონდა?
Kicker-ი წერს, რომ მთავარი მიზეზი ზულეს წონაა. ლიმიტი 100 კილოგრამია, ის კი არდადაგებიდან 104 კგ. დაბრუნდა. და ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა – 2017 წლიდან მოყოლებული (რაც „ბაიერნშია“), ხშირად ჰქონდა წონის პრობლემა.
ამასთან, ზულემ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა. ახლა ფიქსირებული ხელფასი 8 მილიონი ევრო აქვს და 16 სურს. გაირკვა, რომ „დორტმუნდში“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა წლიური 10-მილიონიანი გასამრჯელოთი.