სტივენ ჯერარდი შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ კოუტინიუ შეაქოს. ან რატომ არ უნდა შეაქოს?
ბრაზილიელმა „ასტონ ვილა“ – „ლიდსის“ მატჩში გოლი და ორი საგოლე პასი გააკეთა, შეხვედრა კი 3:3 დასრულდა.
კოუტინიუ „ასტონ ვილას“ პირველი ფეხბურთელია ამ საუკუნეში, რომელმაც საშინაო „ვილა პარკზე“ პირველ ორ თამაშში გაიტანა გოლი (პრემიერლიგას ვგულისხმობთ).
ბრაზილიელი ნახევარმცველი ფორმაში შევიდა, როგორც ჩანს, თავის ლიგას დაუბრუნდა და ჯერარდის სახით სანდო და ძლიერი მწვრთნელიც ჰყავს.
„ვისაც კოუტინიუს თამაში არ მოსწონს, სჯობს ფეხბურთის ყურებაში დრო არ დახარჯოს. ის უბრალოდ ბრწყინვალეა“.