➡ ამბის დასაწყისი წაიკითხეთ აქ

რა გინდა რომ თქვა..

რა უნდა უთხრა ადამიანს, რომელიც თავისივე არათუ ნათქვამს, დაწერილს უარყოფს. როცა გიმტკიცებს, რომ რაც დაწერა, არ დაუწერია. თან ამას ისე ამბობს, თითქოს შენ იყო წერა-კითხვის უცოდინარი.

ასეთ ხალხთან კამათი სისულელეა. რა უნდა უმტკიცო?!

მკითხველისთვის ვწერთ. იმ მკითხველისთვის, წერა-კითხვაც რომ იცის, წაკითხულიდან აზრის გამოტანაც შეუძლია და მთავარი – სინდისი არ დაუკარგავს.

🏉 რაგბის კავშირში ეს დაწერეს რამდენიმე დღის წინ:

„24 თებერვალს – 1 მარტს რუსეთის 7-კაცა ნაკრები ჩამოდის საქართველოში და გეგმავს ჩვენ ნაკრებთან ერთად საერთო შეკრება გამართოს ქუთაისის ბაზაზე“

🏉 ეს დაწერეს დღეს:

„რაც შეეხება რუსეთის 7-კაცა ნაკრების შესაძლო ვიზიტს – არავითარი ერთობლივი შეკრება არ იგეგმება.“

ამ ფრაზას ვრცელი ტირადაც წაუმძღვარეს მათ წინააღმდეგ აგორებული “ცილისმწამებლური კამპანიის” თაობაზე.

სარბიელელები პატივს ვცემთ ჩვენს მკითხველს, შესაბამისად, არ გვსურს ამ ორი ფრაზის დეტალური შედარებით, ჩვენი მკითხველის უნარებში ეჭვი შევიტანოთ.

მხოლოდ ერთ რიტორიკულ კითხვას დავსვამთ: ვითომ, სადღაც გულის სიღრმეში მაინც არ გრძნობენ უხერხულობას?