„სევილიას“ ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ფეხი დაუცდა — პამპლონაში „ოსასუნასთან“ 0:0 ითამაშა. არადა, ხულენ ლოპეტეგის გუნდი „რეალთან“ ჩამორჩენის შემცირებას გეგმავდა.
არ გამოვიდა. სევილიელებმა ორი ქულა დაკარგეს, „რეალი“ კი დღეს „გრანადას“ მასპინძლობს და თუ მოიგებს 6 ქულით დაწინაურდება.
„ოსასუნას“ და „სევილიას“ შეხვედრაში ბევრი მომენტი არ ყოფილა. შეხვედრის ყველაზე ემოციური ამბავი მსაჯის წამატებულ წუთებზე მოხდა, როდესაც მასპინძლების კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ივან რაკიტიჩს მეკარე სერხიო ერერამ აუღო.
ლოპეტეგის გუნდი შემდეგ ტურში შინ „ელჩეს“ ელოდება.