„ლიდსის“ არგენტინელმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ იურგენ კლოპისა და პეპ გვარდიოლას თავისებურებებზე ისაუბრა.
„ გვარდიოლას იდეებს ვერ გაუგებ. მხოლოდ უნდა უყურო და ისიამოვნო. თუ ვინმე პეპის მიბაძვას დაიწყებს, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ინტერპრეტაცია შეუძლებელია.
… ვფიქრობ, შეუძლებელია იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს მისი ტვინი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის შეუძლებელია.
… კლოპი? ის შესანიშნავი მწვრთნელია თავისი სტილითა და ხასიათით. „ლივერპულის“ თამაშის ყურებაც სასიამოვნოა, მაგრამ კლოპის სტილს უფრო გაიგებ. გერმანელის გუნდები გამოირჩევიან ენთუზიაზნით, აი, პეპის გუნდებს კი ხელოვნების ნიმუშს ქმნიან“.