AFCON Cameroon: Can Vincent Aboubakar be a star at home?კამერუნის ნაკრების თავდამსხმელმა, აფრიკის ერთა თასის მიმდინარე გათამაშების  ბომბარდირმა (6 გოლი), ვენსან აბუბაქარმა, ეგვიპტის ეროვნულ გუნდთან ნახევარფინალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეტოქე მოჰამედ სალაჰის თამაშით აღფრთოვანებული არ არის.

„სალაჰი შესანიშნავ სეზონს ატარებს პრემიერლიგაში და თავისი ქვეყნის  ნაკრებს ხშირად ეხმარება ტურნირების გვიან ეტაპამდე გასვლაში. წარმატებებს ვუსურვებ. დაე, უძლიერესმა გაიმარჯვოს.

მაგრამ ის არ ახდენს ჩემზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას. ამას პირდაპირ ვამბობ, რადგან პატიოსანი კაცი ვარ და საკუთარი თვალთახედვა მაქვს მოვლენებზე. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას რომ ახდენდეს, ამასაც პირდაპირ ვიტყოდი.

მოჰამედი კარგი ფეხბურთელია, ბევრი გოლებიც გააქვს. მაგრამ, არ მგონია, ის მბაპეს დონის მოთამაშე იყოს.“ – დასძენს კამერუნელი.

კამერუნი-ეგვიპტის ნახევარფინალური მატჩი დღეს, 3 თებერვალს გაიმართება კამერუნის ქალაქ იაუნდეში, „ოლემბეს“ სტადიონზე და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.