მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური უნდა იყო კაცი, რომელსაც კვირაში 75 000 გირვანქას გიხდიან, „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობ, მთელი ქვეყანა გიცნობს, უყვარხართ და თავს ისეთ დღეში იგდებ, რომ აგერ უკვე სამი დღეა გისოსებს მიღმა ზიხარ; ვექილებს გარეთ ვერც კი გამოჰყავხართ, დაკითხვებზე შინიდან რომ იარო.

20 წლის მეისონ გრინვუდზე მოგახსენებთ, რომელიც კვირას გაუპატიურებისა და ძალადობის ბრალდებით აიყვანეს. ბოლო ცნობების მიხედვით, ფეხბურთელის წინააღმდეგ ახალი სამხილები გამოჩნდა. ლაპარაკი კვლავ გაუპატიურებასა და სიკვდილით დამუქრებაზეა. ძალოვნებმა ამჯობინეს ფეხბურთელი საპყრობილეში დატოვონ და საქმე ისე გამოიძიონ.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოთამაშე გამოძიების დასრულებამდე შიდა დისკვალიფიკაციით დასაჯა. კლუბმა გაავრცელა განცხადება, სადაც ის გმობს ყველანაირ ძალადობას.

პოლიციის განცხადებაში წერია, რომ გამოძიებისთვის მიზანშეწონილია გრინვუდის საკანში დატოვებაა. სოციალურ ქსელში მავანმა ქალმა გაავრცელა ფოტოები და ვიდეო სადაც ფეხბურთელის ძალადობრივი ქცევაა ამსახველი.

პოლიცია მოსახლეობას სთხოვს ეს ფოტოები და ვიდეო არ გააზიარონ, რათა დაზარალებულის ვინაობა საქვეყნოს არ გახდეს ცნობილი.

მეისონ გვრინვუდი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ FIFA 22-დანაც ამოიღო. მისი ვინაობა ასევე ამოღებულია ყველა რეკლამიდან.

გრინვუდი რეკლამებიდან ამოიღეს კლუბის სპონსორებმა Cadbury-მ და TeamVieuer-მაც.

როგორც ჩანს, თავდამსხმელის საქციელმა მის თანაგუნდელებზეც ძალიან იმოქმედა. ის სოციალურ ქსელებში მეგობრებიდან წაშალეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ იმ მოთამაშეებმა, რომლებსაც ფოტოზე ხედავთ.

გამოძიება გრძელდება.