ბრაზილიელმა რონალდომ ლეო მესისა და ნეიმარზე ისაუბრა. ფენომენმა ერთ მნიშვნელოვან თემას გაუსვა ხაზი: ფეხბურთელების ცხოვრების წესს, რაშიც ადრინდელსა და ახლანდელს შორის დიდი სხვაობაა.
„მესი ექსტრაორდინალური, ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელია. ყველა თამაშში გოლის გატანა სურს.
…ნეიმარი კიდევ ერთი ტოპ-ფეხბურთელია. ვფიქრობ, ჯერ კიდევ შეუძლია, ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმაროს, მაგრამ სამშობლოში ბევრს აკრიტიკებენ პირადი ცხოვრების გამო.
…რაც უნდა იყოს, ახლა ფეხბურთელები მინდორს მიღმა გაცილებით კარგები არიან, ვიდრე ჩვენ ვიყავით. ახლანდელები კარგად იკვებებიან და ბევრი სძინავთ. ჩვენ პირიქით. აღარაფერს ვამბობთ ქალების რაოდენობაზე, რომლებიც ჩვენ გვყავდა“.