ოლე გუნარ სულშერი ამაყია: მისმა ქალიშვილმა კარნამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქალთა გუნდში ითამაშა. კარნას დებიუტი ფეხბურთის ასოციაციის თასზე, „ბრიჯვოთერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ შედგა.

კარნა სულშერი მწვრთნელმა მარკ სკინერმა მოედანზე 87-ე წუთზე შეუშვა, როდესაც „იუნაიტედი“ 2:0-ს იგებდა და თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო. მატჩს ესწრებოდნენ მამა ოლე და დედა სილიე. თავად კარნა 19 წლის არის.

სტატისტიკოსებმა უცბად დაადგინეს, რომ ოლე გუნარ და კარნა სულშერები კლუბის 144 წლიან ისტორიაში არიან პირველი მამა და ქალიშვილი, რომლებმაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ სახელით ითამაშეს.

ინგლისური პრესა წერს, რომ ოლე გუნარ სულშერი თავისი ქალიშვილის შეხვედრებს რეგულარულად ესწრება.