Carlo Ancelotti and Real Madrid's curious logic for rehiring coach - Sports  Illustratedუეფა კარლო ანჩელოტის ავალდებულებს, რომ სამწვრთნელო კურსები გაიაროს…

დიახ, არ გეჩენებათ, ასეა.

2021 წლის 31 დეკემბერს ანჩელოტის ლიცენზიას ვადა ამოეწურა და გამოცდებია ჩასაბარებელი, რათა საქმიანობა გააგრძელოს.

და დრო? ესპანეთის სამეფო საფეხბურთო ფედერაციამ რეალის მწვრთნელს აცნობა, რომ სიტუაციაში გაერკვევა.

ანჩელოტიმ მწვრთნელის რანგში უკვე 21 ტიტული მოიგო, მათ შორის 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა. ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად: „მილანი“, „რეალი“… ამაზეა ნათქვამი, სწავლა სიბერემდეო.