რაფაელ ნადალმა ისარგებლა ავსტრალიაში უშუალო კონკურენტების არყოფნით და მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.
ესპანელმა ჩოგბურთელმა Australian Open-ის ფინალში რუსი დანილ მედვედევი 2:6; 6:7; 6:4; 6:4; 7:5 დაამარცხა და კარიერაში „დიდი მუზარადის“ 21-ტურნირი მოიგო.
ნადალს ავსტრალიაში როჯერ ფედერერი რომ ვერ შეეცილებოდა, მანამდეც ცნობილი იყო, ხოლო არავაქცინირებული ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს.
აქამდე, სამივეს, „გრანდ სლემის“ 20-20 ტიტული ჰქონდა მოპოვებული. დღეს კი ესპანელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. არადა, საწყისი ორი სეტი წააგო. თანაც, პირველი პირწმინდად. თუმცა, ასეთ დროს ნადალი არ ტყდება. ესპანელმა ჩოგბურთელმა მესამე სეტიდან შეცდომებს უკლო, გაცილებით აგრესიულადაც ათამაშდა და ზედიზედ სამი სეტი მოიგო.