ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რაფა ნადალი და რუსი დანილ მედვედევი ითამაშებენ. ესპანელ ჩოგბურთელს, ვინაც ნახევარფინალში იტალიელ მატეო ბერეტინის მოუგო, შანსი აქვს აბსოლუტური რეკორდსმენი გახდეს და „დიდი მუზარადის“ 21-ე ტურნირი მოიგოს.
ნადალმა იტალიელს ოთხ სეტში მოუგო – 6:3; 6:2; 3:6; 6:3.
ოთხ სეტში იმარჯვა მედვედევმაც, ვისი მეტოქეც ბერძენი სტეფანოს ციციპასი იყო. რუსმა ჩოგბურთელმა 7:6; 4:6; 6:4; 6:1 იმარჯვა.
ფინალი 30 იანვარს გაიმართება. ქალთა შორის გამარჯვებული კი შაბათს გამოვლინდება, ავსტრალიელი ეშილ ბარტი ამერიკელ დანილ კოლინზს შეხვდება.