შოთა არველაძე – „ჰალ სიტიში“! კლუბის ვებ-გვერდმა ეს ამბავი უკვე ოფიციალურად დაადასტურა და შოთამაც კომენტარი გააკეთა:
„მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა. ვფიქრობ, ფეხბურთში ვინც საქმიანობს, ყველას სურს ინგლისში მოხვედრა და უზომოდ ბედნიერი ვარ. ჩემი ოჯახიც ამაყობს.
…ძალიან მოტივირებული ვარ და ვფიქრობ, გუნდს შეუძლია კარგი თამაში აჩვენოს ტალანტებით, რომლებიც ახლა ჰყავს. ახალგაზრდები, კრეატიულები და ნაწილი ფეხბურთელებისა გამოცდილები. კარგი ნაზავია.
…მიყვარს მიმზიდველი ფეხბურთი, რომელიც გულშემატკივრის გემოვნებაშია და როცა ისინი შენსკენ არიან. როცა სიამოვნებით მოდიან თამაშის საყურებლად. კარგია, რომ „სუონსისთან“ თამაში ასე ადრეა (29 იანვარს) და მოუთმენლად ველი.
…მოდით, ყველანი ერთად დავდგეთ, ავწიოთ განწყობა და ერთად მოვიგებთ“.
შეგახსენებთ, „ჰალი“ ინგლისის ჩემპიონშიფში მე-19 ადგილზეა, სულ ლიგაში კი 24 გუნდია.