როი ჰოჯსონი: “ბაიერნმა” და “დორტმუნდმა” ევროპული ფეხბურთის დონე აამაღლეს”ორშაბათს „უოტფორდმა“ კლაუდიო რანიერი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 112-დღიანი მუშაობის შემდეგ დაითხოვა და მის მაგიერ სეზონის ბოლომდე 74 წლის როი ჰოჯსონი დანიშნა.

ლინეკერი რის ლინეკერი იქნებოდა, თავისებური არ ჩაეენაკვიმატებინა.

„უოტფორდმა“ როი ჰოჯსონთან სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება. მიკვირს, ასეთ ხანგრძლივ კონტრაქტზე როგორ დათანხმდნენ,“ – დაწერა ტვიტერში ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი საფეხბურთო ანალიტიკოსმა.

საქმე ის არის, რომ „უოტფორდს“ პოცოების ოჯახი ფლობს. ცოტა უცნაური ხალხია. ბოლო 10 წელიწადში უკვე მე-16 მწვრთნელი შეცვალეს. მათ შორის, თბილისის „დინამოს“ ყოფილი  ფეხბურთელი, შემდეგ კი დამრიგებელი, ჩისკო მუნიოსი, რომელმაც „ონავრები“ პრემიერლიგაში დააბრუნა.

რანიერი „უოტფორდში“ შარშანდელი ოქტომბრიდან მუშაობდა.