თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა ნაკრებმა ჩემპიონთა ლიგაში მორიგი მარცხი განიცადა. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა „ფერენცვაროშთან“ ამჯერად სტუმრად წააგო – 10:16. „დინამომ“ ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწია, რომელიც 2:1 მოიგო. თუმცა, შემდეგ „ფერენცვაროშმა“ მოუმატა და ყველა მეოთხედი მოიგო.

დიდ შესვენებაზე უნგრელები ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ – 8:6. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა კიდევ უფრო მოუმატეს და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. „დინამომ“ კი, ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მერვე მატჩი წააგო. მომდევნო მატჩს ჩვენები „ნოვი ბელგრადთან“, სტუმრად, 9 თებერვალს ჩაატარებს.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.