45 წლის უკრაინელი სპეციალისტი, ანდრეი შევჩენკო, პოლონეთის ნაკრების მთავარმწვრთნელობას დათანხმდა.
წყაროს ინფორმაციით, შევჩენკომ პოლონეთის საფეხბურთო კავშირთან ყველა საკითხი შეათანხმა. მისი ხელფასი წელიწადში 2,5 მილიონი ევრო იქნება. აქედან ნაწილს საფეხბურთო კავშირი გადაიხდის, ნაწილს კი სპონსორები.
შევჩენკოს ასისტენტები პოლონეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, ეჟი დუდეკი და ლუკაშ პიშჩეკი იქნებიან.
შევჩენკოს ოფიციალურად 31 იანვარს წარადგენენ.
შეგახსენებთ, რომ „შევა“ იტალიური „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 15 იანვარს დაითხოვეს.