დიდი შანსია, მარიო ბალოტელი ისევ გამოიძახონ იტალიის ნაკრებში. გიჟმაჟი ბალო ბოლოს 2018 წელს იყო „სკუადრა აძურაში“, მთლიანობაში კი 36 მატჩი აქვს ჩატარებული. ცნობილი ჟურნალისტი, ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს, რომ რობერტო მანჩინი ბალოტელის დაბრუნებას აპირებს, რადგან შეტევის ხაზში პრობლემები აქვს. ფედერიკო კიეზას ტრავმა, სხვა შემტევების დაბალი შედეგიანობა…

იტალიას კი უჭირს, მარტში მსოფლიო ჩემპიონატში გასასვლელი ნახევარფინალური ფლეი-ოფი ელის ჩრდილოეთ მაკედონიასთან და თუ გავა, მერე ფინალში პორტუგალია-თურქეთს შორის მოგებულს შეხვდება სტუმრად.

სადაა ბალოტელი? თურქულ „ადანა დემირსფორში“ კარგი სეზონი აქვს, 20 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასიც დაამატა. რა თქმა უნდა, ის მარიო აღარაა, 2012 წელს ევროპის ჩემპიონატში რომ დაფრინავდა, მაგრამ ვინ იცის, ამ ნაკრებისთვის ძალა იყოს.

მარიო და რობერტო მანჩინი ერთად იყვნენ „მანჩესტერ სიტიში“, გაუგებრობებში, ბალოტელის სიგიჟეებში…