გაიმართა აფრიკიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი ფლეი ოფების წილისყრა.
10 გუნდი, 5 წყვილი და 5 გამარჯვებული გადის მონდიალზე…
ყველაზე ხმაურიანი წყვილი მაინც ეგვიპტე-სენეგალია, სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის გათვალისწინებით. „ლივერპულის“ ვარსკვლავები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ნიგერია-განა? ბოლო წლებში განა ისეთი ვეღარ არის, ესიენ-ასამოა-მუნტარის დროს რომ იყო, ასე რომ ფავორიტებად „არწივები“ მოსჩანან.
ამ ათეულში შედარებით ყველაზე სუსტად დემოკრატიული კონგო მოჩანს, რომელსაც ექტორ რაულ კუპერი წვრთნის.
აი, ხუთივე წყვილი:
ეგვიპტე – სენეგალი; კამერუნი – ალჟირი; ნიგერია – განა; დრ კონგო – მაროკო; მალი – ტუნისი.
თამაშები 24 და 29 მარტს გაიმართება.