საქართველოს ფუტსალის ნაკრები სადებიუტო ევროპირველობას აზერბაიჯანის ნაკრებთან მატჩით დაიწყებს. მეტოქე ხელწამოსაკრავი სულაც არ არის, მაგრამ ზედ ჩვენებთან მატჩის წინ პრობლემები მიეძალათ.
აზერბაიჯანის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ბელგიაში ემზადებოდა. ვიდრე გუნდი ნიდერლანდებში გადაინაცვლებდა, კოვიდ-ტესტებზე დადებითი პასუხი მათ წამყვან ფეხბურთელებს – ედუარდოსა და რავალ ვილელას აღმოაჩნდათ.
თუმცა, მათი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ორი ლეგიონერის – მანეკესა და ფელიპინიოს ნატურალიზაცია დარღვევებით მოხდა. ამ ფეხბურთელებს ახალ ქვეყანაში საკმარისი დრო არ ჰქონიათ გატარებული და უეფამ ტურნირის განაცხადში არ დაარეგისტრირა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის გარდა ჯგუფში ესპანეთისა და ბოსნიის გუნდებიც არიან. 22 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის მატჩი 17:30 საათზე დაიწყება.
შეიძლება იყოს 4 ადამიანი და მდგომარე ადამიანები-(ი)ს გამოსახულება
გაგზავნილია Misha Zhorzholiani-(ი)ს მიერ სამშაბათი 20:22-ზე