„არსენალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილა საყრდენმა ნახევარმცველმა ალექს სონგმა საინტერესო ამბავი გაიხსენა თავისი კარიერიდან. პირდაპირი კაცი ყოფილა კამერუნელი – თქვა, თამაში კი არა, ფული მაინტერესებდაო…
„როცა „ბარსელონას“ შემოთავაზებული კონტრაქტი ვნახე და ციფრებს შევხედე, აღარ მიფიქრია. ვიგრძენი, რომ როცა კარიერას დავასრულებდი, ჩემს ცოლსა და შვილებს კომფორტული მომავალი ელოდათ.
…სპორტულმა დირექტორმა მითხრა, რომ შესაძლოა, ბევრი მატჩი არ ჩამეტარებინა კონკურენციის გამო, მაგრამ ფეხებზე მეკიდა. ვიცოდი, რომ მალე მილიონერი გავხდებოდი. ვიცოდი, რომ დიდ ხალხთან მომიწევდა შეხვედრა. ვიყიდიდი იმას, რაც მომესურვებოდა.
…ვარჯიშზე მივედი და ვნახე, როგორი მანქანით მოვიდა მეფე ტიერი ანრი. ნამდვილი ბრილიანტით. მაშინვე ვთქვი, რომ მეც ასეთ სუპერ – მანქანას შევიძენდი. მალე შევიძინე კიდეც.
…თუმცა გეფიცებით, ორ თვეში მანქანა უკან მივაბრუნე. მთელი ჩემი ფული ბენზინში მიდიოდა. ვიყიდე Toyota, რომელსაც თავისუფლად ვწვდებოდი“.