იტალიური სერია A-ს 22-ე ტურის მატჩში „მილანმა“ „სპეციას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. თუმცა 1:1-ის დროს მილანელმა ფორვარდმა ჟუნიორ მესიასმა გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა მარკო სერამ ამ ეპიზოდამდე წამით ადრე ანტე რებიჩის წაქცევისათვის დაუსტვინა და გოლი არ ჩათვალა. არადა, რაკი ბურთი მასპინძლებს ჰქონდათ, შეეძლო თამაში არ გაეჩერებინა.
მილანელი ფეხბურთელები აღშფოთდნენ, მაგრამ არბიტრი შეუვალი აღმოჩნდა. თამაშის მიწურულს კი „სპეციამ“ გამარჯვების გოლი გაიტანა და „მილანს“ საჩემპიონო ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა.
სერა შემდეგ მიხვდა თავის შეცდომას და მილანელებს ბოდიში მოუხადა. პორტალი „მილან ნიუსი“ კი წერს, რომ ანერვიულებულმა არბიტრმა გასახდელში შესვლისას ძალიან ინერვიულა და ის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაამშვიდა.
სერას მინიმუმ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.