კრისტიან ერიქსენი, შესაძლოა, ინგლისის „ბრენტფორდში“ გადავიდეს.
ეს გუნდი პრემიერლიგის ცხრილის შუაშია და ერთი საინტერესო რამით გამოირჩევა: 8 დანიელი ფეხბურთელი ჰყავს და მწვრთნელიც დანიელია – თომას ფრანკი.
ვერ იტყვი, რომ რომელიმე გუნდის წამყვანი ფეხბურთელია. ამ რვიდან სამი კაცი ნაკრებშია, მაგრამ იქ სათადარიგოს როლი აქვთ. ნორგაარდი, იენსენი, იორგენსენი…
„ბრენტფორდი“ მოსალოდნელზე კარგ სეზონს ატარებს. ბოლო დროს მოუხშირა წაგებებს, თორემ დეკემბრამდე ცხრილის ზედა ნაწილში იყო.
ზაფხულში, ერიქსენის თავს გადახდენილი ამბები ყველამ იცის. დანიის ნაკრების ათიანი ახლა თავისუფალი აგენტია, ვარჯიშობს და კვირიდან კვირამდე ზრდის დატვირთებს. თავად განაცხადა, რომ მიზანი ყატარში, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია.