ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმეს და მეორედ აუკრძალეს ავსტრალიის ტერიტორიაზე შესვლა. Australian Open-ის 9-გზის ჩემპიონი კორონავირუსისგან აცრილი არაა, ავსტრალიური კანონებით კი უცხო ქვეყნიდან აუცრელის შესვლა არ შეიძლება.

„ნოლემ“ აპელაცია შეიტანა, რომელსაც კვირას განიხილავენ. ამასობაში კი თითქმის მთელი საჩოგბურთო სამყარო სერბის გარშემო გაერთიანდა, თუმც ზოგი არც მწვადს წვავს, არც – შამფურს… აგერ, მათი კომენტარებიც?

Australian Open stars will not be given 'special treatment' as 72 now in quarantine | World News | Sky Newsზვერევი „არცთუ სამართლიანია, როცა ადამიანი უკვე ჩამოსულია ავსტრალიაში და თამაშის საშუალებას აღარ აძლევენ“.

მედვედევი „მიზეზი მაინტერესებს. მინისტრმა თქვა, არ შეიძლებაო და ამით მორჩა?“

ციციპასი „ჩოგბურთზე ვისაუბრებ, ჯოკოვიჩის თემაზე – არა“.

ოსაკა „ვიცი, ამ თემაზე საუბარი არცთუ სასიამოვნოა. ამიტომ მოვერიდები“.

მუგურუსა „ყველამ ვიცით, რომ უნდა ავიცრათ. არა მგონია, ეს რთული იყოს“.

ახლა კი ხორვატი ფეხბურთელის, დეიან ლოვრენის კომენტარი. აი, როგორ დაუჭირა მხარი ხორვატმა სერბს:

„ჩემი მხარდაჭერა ჯოკოვიჩს. არ დანებდე, 21-ე საუკუნეში ეს მცირე უაზრობა აიტანე! მათ არ იციან, რომ შენთან 0:2-ს აგებენ“.

შეგახსენებთ, ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს იწყება.

Australian Open 2021 - Who's in, who's out, what is hard quarantine, what did Novak Djokovic say? - Eurosport