პიერ-ემერიკ ობამეიანგის ჯანმრთელობამ ექიმები და ქომაგები შეაშფოთა. გაბონის ნაკრების 32 წლის კაპიტანს Covid 19-ის შემდეგ გულის პრობლემა აღმოუჩინეს და ეს უშუალოდ აფრიკის ერთა თასის დაწყების წინ მოხდა.
უფრო კონკრეტულად ჯერჯერობით არაფერს ამბობენ.
გაბონის ფეხბურთის ასოციაცია აცხადებს, რომ გარისკვას არ აპირებს. ამიტომაც არ ითამაშა ობამეიანგმა განასთან 1:1 დამთავრებულ შეხვედრაში.
კორონას გამო მოედანზე არ იყვნენ „არსენალის“ ვარსკვლავის თანაგუნდელები აქსელ მეიე და მარიო ლემინა.
აფრიკის ერთა თასზე დაწესებული რეგულაციების მიხედვით, ყველა ფეხბურთელი ვინც კორონა ვირუსით დაავადდება, მოედანზე დაბრუნებამდე საფუძვლიან სამედიცინო შემოწმებას გაივლის.