„რეალს“ „ბარსელონას“ მცველის რონალდ არაუხოს ყიდვა უნდა. ეს ამბავი გადაცემაში Sin Concesiones (არანაირი დათმობა) ითქვა. 22 წლის ურუგვაელის გადაბირებით მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ყოფილა დაინტერესებული.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არაუხოს შეძენა „რეალს“ ადრეც უნდოდა, მაგრამ მაშინ, 2018 წელს, ფეხბურთელების ბაზარში „ბარსელონამ“ ივარგა და მცველი მონტევიდეოს კლუბ „ბოსტონ რივერიდან“ „ბარსას“ B გუნდში გადავიდა.

„ბარსელონასთან“ არაუხოს კონტრაქტს ვადა 2023 წელს გაუდის. შესაბამისად, თუკი კატალონიურ კლუბს მისი გაყიდვა აქვს განზრახული, ეს 2022 წლის ზაფხულში უნდა გააკეთოს. „რეალსაც“ სწორედ ამის იმედი აქვს.