Who will replace Dani Alves as Brazil's first-choice right-back at the World Cup? | Investobet.comდანი ალვეში გამოძახებულია ბრაზილიის ნაკრებში, რომელსაც მონდიალის ორი საკვალიფიკაციო მატჩი ელის: 28 იანვარს ეკვადორთან და 1 თებერვალს პარაგვაისთან.

ბრაზილიისთვის ეს უკვე ამხანაგურებია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის საგზური შარშანვე მოიპოვა. რაც შეეხება ალვეშს, „ბარსელონაში“ ორი თამაშით აჩვენა, რომ ჯერ კიდევ ძალაა.

38 წლისაა, მაგრამ რა მოხდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან შედარებით ჯერ „ბავშვია“. ის 40-ისაა.

მართალია, „რეალთან“ 2:3 წაგებულ შეხვედრაში დანი ალვეშს შეცდომები ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში, ჯერ კიდევ სასარგებლო ფეხბურთელია.

ალვეშმა „რეალთან“ მე-1000 მატჩი ჩაატარა პროფესიულ დონეზე.

ბრაზილიას ნეიმარი დააკლდება. და კიდევ, „ატლეტიკოს“ მარცხენა მცველი რენან ლოდი ვერ ჩავა ბრაზილიაში, მაგრამ მიზეზი სხვაა – კორონავირუსისგან ვაქცინაციის სრული კურსი არ გაუვლია. მხოლოდ ერთხელ ყოფილა აცრილი.