„ჩარლტონის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი მოდელმა მადლენ რაიტმა თავისი ინსტაგრამის გამომწერები შოკში ჩააგდო, როცა „ტოტენჰემი“ – „ჩელსის“ ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩის წინ (0:1), „ჩელსის“ გულშემატკივრებს შეხვედრის პროგნოზის გაკეთება სთხოვა.
შემდეგ კი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კამერა ჯერ „ჩელსის“ მაისურიან ქალბატონს გვიჩვენებდა, შემდეგ კი ნელ-ნელა ქვემოთ ჩადიოდა და „ჩელსის“ ფერის ტრუსებში გამოწყობილი, სხეულის სიმდიდრეებს უჩევნებდა. 261 ათასი გამომწერი აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
22 წლის რაიტი „ჩარლტონმა“ გუნდიდან 2020 წლის დეკემბერში დაითხოვა, როცა გოგონამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საჭესთან მჯდომი შამპანურს წრუპავდა.