ეს ნიდერლანდური პსვ-ის თავდამსხმელი ერან ზაჰავი გახლავთ.
34 წლისაა, მაგრამ მშვენიერ ფორმაშია. წინა სეზონში 17 გოლი გაიტანა, მიმდინარეში კი 8 უკვე მოასწრო და 7 საგოლე პასიც დაამატა.
ზაჰავის ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდება და კლუბი ახალს სთავაზობს, მაგრამ ფეხბურთელი არ თანხმდება. დიდი ამბავიო, იკითხავთ, მაგრამ ამბავი არასაფეხბურთოა და თან ხდება დავარცხნილ-მოწესრიგებულ ქვეყანაში – ნიდერლანდებში.
ზაჰავი ამსტერდამში ცხოვრობს და მისი სახლი შარშან, მოკლე პერიოდში ორჯერ გაძარცვეს. პირველად მთელი ოჯახი დასასვენებლად იყო წასული, აი, მეორედ კი მეუღლე სახლში ყოფილა და დიდი ფსიქოლოგიური ტრავმაც მიიღო თავდამსხმელთა შეჭრის მერე.