erik kantona kung fu sutira navijaca junajtedaერიკ კანტონამ განაცხადა, რომ წლეულს მსოფლიო ჩემპიონატის ყურებას არ აპირებს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ძველი ვარსკვლავი ამბობს, რომ ფეხბურთი მხოლოდ ბიზნესად გადაიქცა და ყატარში ადამიანების უფლებები არაა დაცული…
„სიმართლე გითხრათ, ყატარში ნამდვილ მსოფლიო ჩემპიონატს არ ველოდები. ბოლო პერიოდში ბევრი ოლიპიადა თუ მსოფლიო ჩემპიონატი იყო განვითარებად სახელმწიფოებში, ნაკლებად საფეხბურთო ადგილებში. ყატარი არანაირად არაა საფეხბურთო ქვეყანა. არ ვარ წინააღმდეგი მონდიალს იმ ქვეყნებმა უმასპინძლონ, სადაც განვითარების პერსპექტივა არსებობს, მაგალითად ასე იყო სამხრეთ აფრიკაში, აშშ-ში.
…შტატებში ბევრი ემიგრანტია სამხრეთ ამერიკიდან, იქ ფეხბურთს აქვს განვითარების პოტენციალი, აი ყატარში კი არაფერი არაა. ყველაფერი ფულია? როგორ ექცევიან ისინი ადამიანებს, რომლებიც სტადიონებს აშენებდნენ, ათასობით ადამიანი დაიღუპა და მაინც უხარიათ, რომ მუნდიალს მასპინძლობენ. ამიტომაც, იქ ჩატარებულ ჩემპიონატს არ ვუყურებ“.
ისე საინტერესოა, რომ ერიკ კანტონას თავადაც არასოდეს უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატზე. 1990 და 1994 წლებში საფრანგეთი ვერ გავიდა, ხოლო 1998-ში ემე ჟაკემ არ მიიწვია ქვეყნის ეროვნულ გუნდში.
VIDEO) TOTALNO DRUGAČIJI OD DRUGIH: Evo po čemu je upamćen Erik Kantona