ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2022 წელი მარცხით დაიწყო. საქართველოს პირველმა ჩოგანმა სიდნეის 250-ქულიანი ტურნირის მერვედფინალში ბრიტანელ ენდი მარისთან 7:6, 6:7; 3:6 წააგო.

სამივე სეტი თითქმის იდენტური გამოდგა: ჩვენებურმა პირველი სეტი ცუდად დაიწყო და მეოთხე გეიმში 1:3 ჩამორჩა. ნიკამ სეტის გადარჩენა მაშინ მოახერხა, როდესაც მეტოქე აწვდიდა, ხოლო ტაიბრეიკზე მოიგო. მეორე სეტში ბრიტანელი 4:2 დაწინაურდა და შემდეგ სეტზეც (5:4) აწვდიდა. ნიკამ ამჯრად სამი სეტპოინტი გადაარჩინა და უკუბრეიკით თამაშში დარჩა. ტაიბრეიკზე კი, ამჯერად, მარიმ იმარჯვა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. მესამე სეტის დასაწყისშივე ბასილაშვილმა მეტოქეს ისევ „აჩუქა“ ჩაწოდება, შემდეგ კი, მატჩის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა და 3:6 დათმო.