მთელი მსოფლიოს სპორტული სამყაროს ყურადღება ავსტრალიაშია, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩის საქმე უნდა გაირკვეს.
სერბი ჩოგბურთელი 5 იანვარს ავსტრალიაში ჩავიდა, მაგრამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. ჯოკოვიჩი, რომელიც კორონავირუსზე აცრილი არ არის, ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის მიღებას აპირებდა და ტურნირის ორგანიზატორების მხრიდან სამედიცინო გამონაკლისის სახით ნებართვაც მიიღო. თუმც, მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს და კარანტინ-სასტუმროში გადაიყვანეს.
ჩოგბურთელის ადვოკატებმა კი სასამართლოს მიმართეს. მათ მოსამართლეების დასარწმუნებლად სამი მთავარი არგუმენტი წარადგინეს:
1. ჯოკოვიჩს მიღებული აქვს ავტრალიის ვიზა
2. ჯოკოვიჩმა ტურნირის ორგანიზატორებისგან მიიღო საბუთი, რომელიც ვაქცინაციის ვალდებულებისგან ათავისუფლებდა 
3. ჯოკოვიჩი ქვეყანაში კარანტინის გარეშე შესასვლელად ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს 
მოსამართლის ვერდიქტი ასეთია:
1. ჯოკოვიჩისთვის ავსტრალიის ვიზის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
2. ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს კარანტინ-სასტუმროდან
3. დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს  პასპორტი და აქამდე ჩამორთმეული ყველა ნივთი 
ავსტრალიის მთავრობამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სააპელაციო ახსნა-განმარტება 13-გვერდიანი, სადაც წერია, რომ ადვოკატები კანონს არასწორად ინტერპრეტირებენ და მხოლოდ ავსტრალიის მთავრობა წყვეტს, ვინ შევა ქვეყანაში, ვინ – არა.
კითხვებს აჩენს ჯოკოვიჩის გასასამართლებელი საბუთები. 17 დეკემბერს ჯოკოვიჩი ერთ-ერთ საღამოზე იმყოფებოდა, ხოლო 18-ში ფრანგული გამოცემა „ეკიპისთვის“ ჰქონდა ფოტოსესია, რომლის დროსაც პირბადე არ ეკეთა.
მისი ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ჯოკოვიჩს კორონავირუსი ამ ფოტოსესიამდე ორი დღით ადრე, 16 დეკემბერს დაუდასტურდა და ინფიცირებული ჯოკოვიჩი შეხვედრებს მართავდა, ან ტესტის თარიღია ყალბი.
p.s. გავრცელდა ხმები, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ნოლე ხელმეორედ დააკავეს, თუმც ეს ჯერ არ დადასტურებულა…
Novak Djokovic denied Australia visa, will be deported to raise doubts over  2022 Australian Open title defence - Eurosport