„მანჩესტერ სიტის“ თავკაცი პეპ გვარდიოლა და მისი ასისტენტი ხუანმა ლილო Covid 19-ით დაავადდნენ. ისინი თვითიზოლაციაში არიან. ასევეა „ქალაქელთა“ ყველა სხვა ინფიცირებული წევრი.

სადღეისოდ „სიტის“ 21 ავადმყოფი ჰყავს. მათგან 14 პირველი გუნდის წარმომადგენელია, 7 კი ფეხბურთელი.

ამ უქმეებზე გუნდს ფეხბურთის ასოციაციის თასზე „სვინდონ თაუნთან“ გვარდიოლას თანაშემწე როდოლფო ბორელი უხელმძღვანელებს.

მიმდინარე სეზონში „სიტის“ საქმე ჩინებულად მიდის. პრემიერლიგის ცხრილში ის პირველ ადგილზეა: 17 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება.

მანჩესტერელები მეორე ადგილზე მყოფ „ჩელსის“ მთელი 10 ქულით უსწრებენ. სხვათა შორის, 15 იანვარს, პრემიერლიგის მორიგ ტურში სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს. გვარდიოლა იმედოვნებს, რომ უმნიშვნელოვანეს მატჩს ის ჯანმრთელად შეხვდება.