იცით, როგორ გაგიმართლათ, აქ რომ მოხვდით?!

„არ მოგწონთ კრიტიკა? წადით!“ – ეს პატრის ევრამ მოუწოდათ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წუწუნა ფეხბურთელებს.

ზოგადად ევრა პირდაპირი ადამიანია, ხმამაღალ განცხადებებს არ ერიდება.

ევრა, როგორც იცით, კარგა ხანს თამშობდა მანჩესტერში, მარცხენა მცველად.

ნევილი: "ზოგჯერ მსურს, რომ მასთან მივიდე და ჩავეხუტო"„ვიდრე მწვრთნელს ავირჩევდეთ, მოდით, ფეხბურთელებზე ვილაპარაკოთ. ითამაშეთ! იცით, როგორ გაგიმართლათ, ამ კლუბში რომ მოხვდით? ეს „იუნაიტედია“ და თუ კრიტიკა არ მოგწონთ, წადით! …როცა „მანჩესტერის“ სიდიადეზე ვსაუბრობ, გამარჯვებულის მენტალიტეტს ვგულისხმობ. სურვილი, ჟინი, საბრძოლო განწყობა – ესაა ამ კლუბის სახე. როცა აგებ და მცირე დრო გრჩება, მაშინაც მოგების იმედი გაქვს და ეს არაერთხელ მომხდარა. დღეს ასე აღარ ხდება. …მოდით, გულახდილები ვიყოთ. ხალხს პატივი ეცით, ისინი თქვენს საყურებლად მოდიან სტადიონზე. ასეთი იყო ჩემი ფილოსოფია, როცა ვთამაშობდი. მეც და ჩემი გუნდელებიც ფულისთვის კი არა, პუბლიკის გასახარებლად ვთამაშობდით“.