მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში, ცხადია, სურს, მაგრამ ანტივაქსერია და ეს პრობლემაა.
ჯოკოვიჩი კორონავირუსის აცრაზე უარს აცხადებს, რის გამოც ის ავსტრალიაში ან ითამაშებს, ან – ვერა.
ტურნირის ორგანიზატორებმა ჯოკოვიჩისთვის გამონაკლისი დაუშვეს და მელბურნში აუცრელიც კი მიიწვიეს, მაგრამ არავაქცინირებული ნოლე ავსტრალიის სასაზვრო პოლიციამ ქვეყანაში არ შეუშვა.
ჯოკოვიჩმა საზღვარზე ვერ წარადგინა ყველა ის საბუთი, რაც სადღეისოდ ავსტრალიაში შესასვლელად არის საჭირო. ჯოკოვიჩის მამა მელბურნში ქუჩის აქციების მოწყობით იმუქრება, ადვოკატები კი საქმეში დღესვე ჩაერთვებიან.
ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „დიდი მუზარადის“ ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა: „მსოფლიო უკვე ძალიან დაზარალდა. აიცერი! თუ ნოვაკს ავსტრალიაში თამაში სურდა, უპრობლემოდ ითამაშებდა. თუმცა, სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ცხადია, ამის უფლება ჰქონდა, მაგრამ ავტრალიის ხელისუფლების რეაქციამაც არ დააყოვნა“, – განაცხადა ესპანელმა.
ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება და 30 იანვრამდე გასტანს.