„ფილადელფიას“ მცველი დენი გრინი მეორე კალათბურთელია, რომელსაც სტატისტიკური მონაცემების ყველა გრაფაში ნული ეწერა.
ეს „ფილადელფიასა“ და „როლანდოს“ მატჩის შემდეგ (116:106) მოხდა. არადა, გრინმა მოედანზე 24 წუთი გაატარა.
პირველი, ვისაც ასეთი მაჩვენებელი ჰქონდა, ტონი სნელია. ამასთან, ორჯერ. 2017 წელს „მილუოკის“, ხოლო 2021 წელს – „პორტლენდის“ შემადგენლობაში.
აღსანიშნავია, რომ გრინი ნბა-ს სამგზის ჩემპიონია: „სან ანტონიო“ (2014), „ტორონტო“ (2019) და „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ (2020). 34 წლის ამერიკელი NBA-ში მე-13 სეზონს ატარებს.