Learn More About Team Georgia | ATP Cup | TennisATP CUP-ზე საქართველოს საჩოგბურთო ნაკრებმა კარი გაიჯახუნა და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის ბოლო შეხვედრა მოიგო. ეს ალექსანდრე მეტრეველისა და ალექსანდრე ბაკშის წყვილმა გააკეთა, რომლებმაც სტეფანოს ციციპასისა და მიხეილ პერვოლარაკის დუეტს მოუგო – 4:6; 6:3; 16:14.

თუმცა, საერთო ჯამში ჩვენმა გუნდმა მაინც წააგო: ერთეულთა თანრიგში პირველები კორტზე ალექსანდრე მეტრეველი და მიხეილ პერვოლარაკის გავიდნენ. გამარჯვება ბერძენს დარჩა – 6:3, 6:2.

შემდეგ საქმეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ვიხილეთ, მაგრამ მცირე დროით. საქართველოს პირველ ჩოგანს დეკემბერში კორონავირუსი ჰქონდა, რის შემდეგაც ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა. ბასილაშვილმა პოლონეთთან მატჩი საერთოდ გამოტოვა, ხოლო ბერძენ სტეფანოს ციციპასს ჯანმრთელობის პრობლემების გამო პირველივე სეტში დანებდა, როდესაც 1:4-ს აგებდა.

საბოლოოდ, ბერძნებმა 2:1 მოიგეს, ხოლო საქართველოს ნაკრებმა სამივე შეხვედრა დათმო.