ირაკლი აზაროვი | Lelo.GeJuventus have Marcelo agreement ? -Juvefc.comმარსელო „ტრაბზონსფორში“? თურქული კლუბი წლიურ 2,5 მილიონ ხელფასს სთავაზობს ბრაზილიელ მარცხენა მცველს, რომელიც მადრიდის „რეალში“ ბოლო თვეებს, ან ვინ იცის, ბოლო დღეებს ითვლის. ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდება, მაგრამ შესაძლოა, იანვარშივე წავიდეს…

უკვე ცნობილია, რომ „რეალი“ მარსელოს ახალ კონტრაქტს აღარ გაუფორმებს.

ბრაზილიელი 2007 წლიდან თამაშობს „სამეფო კლუბში“ და ბევრი ტიტულიც მოიგო. ჩამოთვლა, მგონი, არც ღირს.

„ტრაბზონსფორი“ თურქეთში ლიდერია და დიდი შანსია, ჩემპიონი გახდეს. რაც ჩვენთვის უფრო საინტერესოა, რამდენიმე დღის წინ გადაწყვეტილი ჩანდა ირაკლი აზაროვის გუნდში ჩარიცხვა, თუმცა ტრანსფერი დროებით შეჩერებულია – კონტრაქტის პუნქტებია შესათანხმებელი.

აზაროვიც ზუსტად იმ პოზიციისაა, როგორიც მასზე 14 წლით უფროსი მარსელო. ბრაზილიელი „რეალში“ რომ გადავიდა, აზაროვი იმ დროს სკოლაშიც კი არ დადიოდა…