კატალონიური „სპორტის“ ცნობით Covid 19 „ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასაც დაემართა. ლაპორტას გუშინ ჩაუტარეს ტესტირება და დადებითი პასუხი მიიღეს.
„სპორტი“ წერს, რომ პრეზიდენტს უშუალო კონტაქტი ჰქონდა იმ ხალხთან, ვისაც კოვიდი დაუდასტურდა. მას თავიდან ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაუტარეს. მის მიხედვით პრეზიდენტი ჯანმრთელი იყო, მაგრამ, PCR ტესტმა დაადგინა, რომ ლაპორტას კორონა სჭირდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ „ბარსას“ პრეზიდენტი გუნდთან ერთად ვერ გაემგზავრება თასის თამაშზე ლინარესში და ლა ლიგის შეხვედრაზე გრანადაში.
ლაპორტას დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მას ვირუსი სავარაუდოდ ორშაბათს პრეზენტაციაზე ფერან ტორესისგან გადაედო.
„ბარსელონას“ ფეხბურთელებიდან ბოლოს კოვიდი ფერან ტორესსა და პედრის დაუდასტურდათ.
გამოჯანმრთელდნენ ჯორდი ალბა და დანი ალვეში.