Cameroon′s Samuel Eto′o: Tough start to life as football federation  president | Sports | German football and major international sports news |  DW | 17.12.2021სამუელ ეტოომ განაცხადა, რომ აფრიკულ ნაკრებს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. ეტოო, როგორც ადრე დავწერეთ, კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. აფრიკის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც საუკეთესო წლები „ბარსელონაში“ გაატარა, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ორივე ფინალში გოლი გაიტანა. თუმც ჩემპიონთა თასი „ინტერშიც“ ჩაიხუტა.

ზოგადად, ეტოო ხმაურიან განცხადებებს აკეთებს ხოლმე და მუდამ ფარივითაა, როცა საქმე აფრიკულ ფეხბურთს ეხება. ვერ იტანს დისკრიმინაციას.

„აფრიკელები ძალიან ნიჭიერები არიან ფეხბურთში. ევროპელები ცოტა ნაკლებად. ამიტომაც მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ ვერ უნდა გახდეს რომელიმე აფრიკული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი… სიმართლე გითხრათ, ეს თავისუფლად მეჩვენება. მოსაგებია ზედიზედ რამდენიმე მატჩი, გასავლელია 4 ფლეი-ოფი. რატომაც არა?!“.

ჯერჯერობით, აფრიკის არცერთი ნაკრები არ ყოფილა მუნდიალის ნახევარფინალში. მეოთხედფინალში კი კამერუნს (1990), სენეგალსა (2002) და განას (2010) უთამაშიათ.