ღვთის პირიდან გავარდნილი ნეიმარი ახლა ტრავმირებულია და მშობლიურ ბრაზილიაში გადის რეაბილიტაციის კურსს.

მოგეხსენებათ, ნეიმარი გართობის დიდი მოყვარულია. ამის გამო მას ხშირად აკრიტიკებენ, ცუდ მაგალითს აძლევ სხვა სპორტსმენებს და ბავშვებსო.

ამიტომ ახლა სამდღიანი საიდუმლო პურმარილი მოიფიქრა ბუნკერში, სადაც სტუმრებს ტელეფონების და კამერების შეტანის უფლება არ ჰქონდათ, თან ყველაფერი საიდუმლოდ უნდა შეენახათ.

ცხადია, სტუმრები ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები იყვნენ. ყველას თეთრი სამოსი ეცვა, რადგან ეს ბრაზილიური საახალწლო ტრადიციით, იღბლის მომტანია.

საიდანღაც ინფორმაციამ მაინც გაჟონა და ღონოსძიების ფოტოები ინგლისური ჭორიკანა სანის გვერდებზე მოხვდა.

როგორ ხასიათზეა ყოველივე ამის შემდეგ ნეი, არავინ იცის. თუმცა, ეჭვი გვაქვს, თავს ძალიან არ დაიდარდიანებდა.

Neymar posted an Insta snap of him on the dancefloor on crutches