Paul Ince proved right about Cristiano Ronaldo captaincy doubt as Man Utd  lose to Wolves - Mirror Online„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ წააგო „ვულვზთან“ – 0:1. 35 წლის პორტუგალიელმა ჟოაო მოუტინიუმ გაუტანათ… და მანჩესტერელთა პორტუგალიელები? ბრუნო ფერნანდეშზე არა, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუზე დავწერთ. ის კაპიტანი იყო ამ შეხვედრაში.

პოლ ინსმა, რომელიც „იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი საყრდენია, რონალდუ გააკრიტიკა:

„თუ ვინმე იმსახურებს სამკლავურს, ეს სკოტ მაკტომინეია. კაპიტნობა იმით უნდა განისაზღვრებოდეს, ვინ როგორ იქცევა მოედანზე. მაკტომინეი 25 წლისაა და სამკლავური მისთვის პროგრესისკენ სიგნალი იქნებოდა. რატომ რონალდუ, როცა ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ წაგებული თამაშის მერე მოედნიდან სულ ისე გადის, ფანებისკენ არც იყურება და მადლობას არ უხდის?!“