მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს. ლეო მესის დაუდგინდა…
ამის შესახებ პსჟ-მ გამოაცხადა თავის საიტზე.
მესის გარდა, პსჟ-ის კიდევ სამი ფეხბურთელია დავირუსებული – სერხიო რიკო, ხუან ბერნატი და ნათან ბითუმაზალი.
არგენტინელს ლიონთან 9 იანვრის მატჩი გაუცდება.
COVID-19 აქვს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელ იურგენ კლოპსაც. გერმანელ სპეციალისტს ისედაც მძიმე პერიოდი ელის – ტრავმები და ვირუსი ხომ არ ეყოფოდა, ახლა სამი ფეხბურთელი აფრიკის თასზე მიდის. თან რა ფეხბურთელები: მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე, ნაბი კეიტა.